20 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ნეთანიაჰუმ წინასაარჩევნო ღონისძიება ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტების გამო შეწყვიტა - ისრაელმა თავდასხმას ავიაიერიშით უპასუხა

ისრაელში განგაში გამოცხადდა. მიზეზი ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვება გახდა. თავდასხმის გამო ქალაქ აშკელონეში წინასაარჩევნო ღონისძიება შეწყვიტა ისრაელის მოქმედმა პრემიერმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ დაცვამ სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა. თუმცა მოგვიანებით ის დარბაზში დაბრუნდა და ამომრჩევლებთან შეხვედრა განაგრძო.

თავდასხმა თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. ისრაელმა ღაზის სექტორს ავიაიერიშით უპასუხა.

დღის ამბები