25 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
ავიაკატასტროფას ყაზახეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის არიან ბავშვებიც

ავიაკატასტროფას ყაზახეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ქალაქ ალამათთან მოხდა. თვითმფრინავი, რომელშიც 95 მგზავრი იმყოფებოდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და შენობას შეეჯახა.

კომპანია "ბეკ ეარის" ლაინერი რეისს ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანის მიმართულებით ასრულებდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ. მომხდარის მიზეზებს სპეციალური კომისია იძიებს.

დღის ამბები