20 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
თურქმენეთის პრეზიდენტმა ცირკში წარმოდგენა გამართა

თურქმენეთის პრეზიდენტმა ცირკში წარმოდგენა გამართა, "იუთუბზე" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპორტულ ფორმაში ჩაცმული გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ცირკში მივიდა, ჯერ აკრობატების წარმოდგენას უყურა, შემდეგ კი თავად ჩავიდა არენაზე და ცხენზე შეჯდა.

პრეზიდენტის წარმოდგენა, რომელსაც ადგილზე მხოლოდ ცირკის თანამშრომლები უყურებდნენ, ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა. ბერდიმუჰამედოვმა ცირკის სპორტსმენებს საჩუქრები დაურიგა, მათ შორის - საკუთარი რეპკომპოზიციების ალბომი გადასცა.

დღის ამბები