19 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
2020 წლისთვის ემზადებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში - თაიმს სკვერზე უკვე დაამონტაჟეს ბროლის ბურთი

ახალი 2020 წლისთვის ემზადებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრადიციულად, განსაკუთრებული სამზადისია ნიუ-იორკში, სადაც ახალი წლის ღამეს თაიმს სკვერზე როგორც ნიუ-იორკელები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები შეხვდებიან.

მეგაპოლისში თაიმს სკვერზე ფერადი ფურცლების შოუ გაიმართა. კონფეტის გატესტვას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო. 31 დეკემბრის ღამეს ნიუ-იორკში ტონაზე მეტ ფერად ქაღალდს გაფანტავენ, რომელთა შორის იქნება ფურცლები, რომლებზეც საახალწლო სურვილებია დაწერილი. სურვილებს კი ამერიკელები მთელი წლის განმავლობაში სპეციალურ კედელზე ტოვებენ.

2020 წლის დადგომამდე ამერიკელები 2019 წლის ნეგატიურ ამბებს ემშვიდობებიან. სპეციალური აპარატის საშუალებით თაიმს სკვერზე გაანადგურეს ის ჩანაწერები, რომლებზეც გასული წლის ყველაზე ცუდი ამბები იყო დატანილი. ღონისძიებას არტისტი ჯონათან ბენეტი უძღვებოდა. ცერემონია საკმაოდ სახალისო იყო.

თაიმს სკვერზე უკვე დაამონტაჟეს ბროლის ბურთი, რომელიც წელს 3 000-მდე კრისტალის დეტალისა და 32 000 ლედნათურისგან შედგება. მისი წონაა 6 ტონა. წელს ბროლის ბურთს ორი პედაგოგი დაუშვებს. ტრადიციული საახალწლო რიტუალი ნიუ-იორკის ცენტრში ღამის 12 საათზე შესრულდება.

თაიმს სკვერზე ბურთის დაშვების ცერემონია 1907 წლიდან იმართება. ნიუ-იორკის საახალწლო ტრადიცია წლებია უკვე ქალაქის სავიზიტო ბარათია, რომელსაც მილიონობით ადგილობრივი და ტურისტი ესწრება.

დღის ამბები