20 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
მადრიდში ქურდობის მცდელობის დროს, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მადრიდში ქურდობის მცდელობის დროს, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებმა საცხოვრებელი სახლის გაქურდვა საახალწლო დღესასწაულის დღეებში სცადეს.

ქურდობის შესახებ, პოლიციას მეზობლებმა აცნობეს. სამართალდამცველებმა ადგილზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა სცადა. ის მეოთხე სართულიდან ზეწრების საშუალებით გადახტომას შეეცადა, რა დროსაც ფეხი მოიტეხა. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. დაკავებული სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დღის ამბები