24 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ნატო უსაფრთხოების ზომებს იღებს - ალიანსმა ერაყში სამხედრო წვრთნები შეწყვიტა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აშშ-ირანს შორის შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ერაყში სამხედრო წვრთნებს წყვეტს. 

ალიანსის ქვეყნები გადაწყვეტილებას, თავისი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების დაცვით ხსნიან.

შეერთებული შტატები კი ერაყში დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის. ბაღდათის აეროპორტში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, თეირანი შურისძიებით იმუქრება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს - "გამანადგურებელი პასუხი" გაეცემა.

დღის ამბები