24 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
სასწრაფოდ ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი - მაჩალიკაშვილებს სპეცრაზმელის ჩვენების არ სჯერა და პროკურატურას მიმართავს

საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მოთხოვნით EMC-ის შემდეგ, პროკურატურას მაჩალიკაშვილების ოჯახი მიმართავს. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს, საქმის საიდუმლო მასალები გადაეცა. მასში დაფიქსირებულია იმ სპეცრაზმელის ჩვენებაც, რომელმაც თემირლანს ესროლა. მისი პირველი გამოკითხვა მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ შედგა.

მარიამ კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ გამორიცხულია მცირე დროის მონაკვეთში თემირლანს იმდენი ქმედება მოესწრო, რაც ჩვენებაშია ასახული.

"აუცილებელია, სასწრაფოდ ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ის ნაბიჯი, დისტანცია ასევე სპეცრაზმელისა და სროლის, უნდა შედარდეს აუცილებლად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენება, რამდენად დამაჯერებელია და მეორე, რამდენად შესძლებდა თემირლან მაჩალიკაშვილი ამ მოკლე დროში აღნიშნული ნივთის აღებას," - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

დღის ამბები