19 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ არჩეული პუტინი თანახმაა, ამიერიდან პრეზიდენტად პირი ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ აირჩიონ

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ არჩეული ვლადიმერ პუტინი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წლით ადრე ამბობს, რომ თანახმაა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ერთმა პირმა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

პუტინმა დღეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით ფედერალურ საკრებულოს მიმართა. რუსეთის პრეზიდენტი კანონში ცვლილებებს ითხოვს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის პარლამენტი და არა - პრეზიდენტი აირჩევს.

ასევე, პუტინის მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სავალდებულო გახდეს 10 წლის ნაცვლად რუსეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ცხოვრება. ასევე, მას უნდა აეკრძალოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის, ან ბინადრობის უფლება არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც.

დღის ამბები