ამერიკის შეერთებული შტატების მუქარა თეირანს - ირანის საკითხებში შტატების სპეციალური წარმომადგენელი ბრაიან ჰუკი "ყუდსის" ახალი ლიდერის ლიკვიდაციით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ისმაილ ყაანი სოლეიმანის პოლიტიკას განაგრძობს.
"ნებისმიერი დარტყმა ამერიკელებზე და ამერიკის ინტერესებზე გამოიწვევს გადამწყვეტ პასუხს“, - განაცხადა ჰუკმა.
მანამდე "ყუდსის ძალების“ ახალი ხელმძღვანელი ვაშინგტონს ირანელი გენერლის მკვლელობის გამო საპასუხო ქმედებებით დაემუქრა.