20 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
ბრიტანეთის დედოფალმა ევროკავშირის დატოვების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრიტანეთის მიერ 31 იანვარს ევროკავშირის დატოვების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP და  Sky News-ი თემთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნიგელ ევანსზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ამრიგად, კანონპროექტმა კანონის სტატუსი მიიღო და ის ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა და ევროკავშირიდან გასვლას 51,9%-მა დაუჭირა მხარი.

თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო იმის გამო, რომ ბრიტანეთის პარლამენტი და მთავრობა Brexit-ის პარამეტრებზე ვერ შეთანხმდნენ.

დღის ამბები