24 აპრილი 2024,   22:18
ვრცლად
ცაგერში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს - გვამი მდინარემ გამორიყა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, მათ კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები წყალმა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მდინარის მეორე მხარეს გამორიყა. სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია, ისინი მეზობლები იყვნენ. ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილის და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძეს კი ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი ავარიის შედეგად ცხენისწყალის არხში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები