საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები, ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
მთავარი განსახილველი თემა ის პრობლემები იქნება, რომელიც 520-ე დადგენილების ფარგლებში შეიქმნა. დეპუტატები დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ დეტალებს, თუ რა აწუხებთ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს და მოისმენენ კითხვებს, რომელიც შემდგომ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს გაეცნობა.
"ლევან კობერიძე, ფრაქციის სხვა წევრები და მე, ჩვენს წამყვან სპეციალისტებს, ძირითადად კარდიოქირურგიული მიმართულების თემაზე შევხვდებით. განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომელიც 520-ე დადგენილების ფარგლებში შეიქმნა, რადგან უკვე სახეზეა გარკვეული ნეგატიური ტენდენციები.
გვინდა დეტალებში გავერკვეთ და ვეცდებით, ის კითხვები, რომელიც სამედიცინო საზოგადოებასა და ჩვენს კოლეგებს აქვთ, სამინისტროსთვის იყოს მიწოდებული," - განაცხადა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.