19 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მის ოპონენტთან სამშვიდობო გეგმა ცალ-ცალკე შეხვედრებზე განიხილა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის ოპონენტს ბენი განცს შეხვდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორივე მათგანთან შეხვედრები ოვალურ ოფისში ცალ-ცალკე გამართა. ლიდერებმა პალესტინასა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ტრამპმა მხარეებს კონფლიქტის დასარეგულირებლად ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა გააცნო. მისივე განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი დღეს გასაჯაროვდება.

პალესტინელები გეგმას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ მათ გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2014 წელს შეწყდა.

დღის ამბები