25 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
აქცია შეერთებული შტატების საელჩოსთან - სამოქალაქო აქტივისტები მადლობის სათქმელად მივიდნენ

სამოქალაქო ატივისტებმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საელჩოსთან მადლობის სათქმელად მივიდნენ.

ამერიკისა და საქართველოს დროშებით ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში საელჩოს შენობასთან იყვნენ შეკრებილები.

მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში კონგრესმენებისა და სენატორებისგან საქართველოს ხელისუფლების სახელზე გამოგზავნილი კრიტიკული წერილები საქართველოს მოქალაქეების პოზიციას გამოხატავს და იმ პრობლემებს ასახავს, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს.

"სწორედ ვაფასებთ ჩვენ იმ შენიშვნებს, იმ კრიტიკულ წერილებს, რაც ამერიკის კონგრესედან და სენატიდან მივიღეთ და არ გვინდა, რომ ქვეყანა დაისაჯოს და საქართველომ აგოს პასუხი. 

საქართველოს კრიმინალური ხელისუფლება უშავებს სახელმწიფოს და ჯობია, მათ დაუწესდეთ სანქციები,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზტორი, ვახტანგ ბერიძე.

დღის ამბები