25 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
"არ აქვს სიმპტომები, რომლითაც შეიძლება ეჭვი იქნეს მიტანილი კორონავირუსზე" - გამყრელიძე ინფექციურში მოთავსებულ 25 წლის ქალზე

25 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღეს დილით ჟენევიდან ჩამოფრინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი საუბრობს.

ქალს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის შემდეგაც ის სპეციალისტებმა ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მას არ აღენიშნება ის სიმპტომები, რომელმაც, შესაძლოა, კორონავირუსის ეჭვები გამოიწვევიოს.

"დღეს მას ჩაუტარდა ყველა ტიპის კვლევა, რაც საავადმყოფოში ტარდება. მისი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არ აქვს მას სიმპტომები, რომლითაც შეიძლება ეჭვი იქნას მიტანილი ამ ინფექციაზე. ის და დანარჩენი ორიც არ ეტევა იმ განსაზღვრებებში, რომელიც შეიძლება ჩვენი კლასიფიკაციით იყოს სავარაუდო შემთხვევა. ამიტომ, სიტუაცია მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თვალსაზრისით, მშვიდია,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

ავტორი: დავით ცაგარელი 

დღის ამბები