20 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
ისრაელ–პალესტინის დაუსრულებელი კონფლიქტი და დონალდ ტრამპის გეგმა

პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო იერუსალიმის დათმობის სანაცვლოდ - ვაშინგტონის "საუკუნის გეგმა" პალესტინული მხარისთვის მიუღებელია. იერუსალიმი არ იყიდება- ასეთია პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გზავნილი.

ისრაელ-პალესტინის მრავალწლიანი კონფლიქტის ქვაკუთხედი ყოველთვის წმინდა ქალაქი იყო, იერუშალაიმ - ივრითზე, ალ-ყუდსი კი არაბულად ქალაქია, რომელსაც როგორც ისრაელი, ისე პალესტინა თავის დედაქალაქად თვლის.

პალესტინას მხარდაჭერას უცხადებს არაბთა ლიგა. 22 არაბული ქვეყნის პოზიცია ეგვიპტეში გამართულ მინისტერიალზე გახდა ცნობილი. 

ტრამპის სამშვიდობო გეგმას მასშტაბური აქციებით უპასუხეს არაბულ სამყაროში. ეს გეგმა აიძულებს პალესტინელებს უარი თქვან სახელმწიფოს შექმნის მრავალწლიან ოცნებაზე - ასე აფასებენ პალესტინელები ვაშინგტონის შეთავაზებას.

ვაშინგტონის ინიციატივას მიესალმება ისრაელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, მათი იურისდიქცია გავრცელდება მდინარე იორდანეს ნაწილზე – იორდანეს დაბლობსა და ებრაელთა დასახლებებზე სამარიასა და იუდეაზე

გეგმა მართლაც ბევრი იყო. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება, რომელიც ორ ინტიფადას, სისხლიან დაპირისპირებებსა და ასევე ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის რამდენიმე ომს მოიცავს, ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა პრეზიდენტმა სცადა. თუმცა ამაოდ. კონფლიქტის ბედი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკა შეცვალა კვლავ ღიად რჩება.

დღის ამბები