19 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
ირანი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე უკრაინასთან აღარ ითანამშრომლებს

ირანი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე უკრაინასთან აღარ ითანამშრომლებს. მიზეზი უკრაინის მედიის მიერ გამოძიების მასალებიდან აუდიოჩანაწერის გასაჯაროებაა. თეირანმა კიევს დისპეტჩერსა და ირანული ავიაკომპანიის მფრინავთან საუბრის აუდიოჩანაწერი გადასცა.

როგორც აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანმა პირველივე დღიდან იცოდა, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა და ეს ინფორმაცია დამალა.

უკრაინული თვითმფრინავი თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შეცდომით მოხდა.

დღის ამბები