19 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
"მთელი სკანდალი ააგორეს..."- ლუკაშენკო მინსკში პომპეოს ვიზიტზე მოსკოვის რეაქციამ გააკვირვა

ლუკაშენკომ რუსეთი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ბელორუსის ლიდერი მინსკში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის გამო მოსკოვის რეაქციამ გააკვირვა. "ჩვენ გვიხარია, როცა ისინი ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. აქ კი, მთელი სკანდალი ააგორეს, რომ სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა,"- განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

მაიკ პომპეო ბელორუსს პირველ თებერვალს ეწვია. სახელმწიფო მდივანი მინსკს ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას დაპირდა. ნავთობის ექსპორტი და ტარიფები ის საკითხია, რაზეც რუსეთი და ბელორუსი აქამდე ვერ შეთანხმდნენ. პომპეოს ვიზიტის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს ბელორუსთან ახლო ურთიერთობები ვერ ექნება.

დღის ამბები