19 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის წინააღმდეგ - ლუგარის ლაბორატორიაში მათ დასახმარებლად სრული მზადყოფნაა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. საოკუპაციო რეჟიმის მედპერსონალი მოსახლეობას მხოლოდ ტერიტორიაზე შესვლის დროს, ნებაყოფლობით ამოწმებს.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფსოუსა და ენგურის ე.წ. საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვები ტურისტებზე და ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებზე დაწესდა.

ადგილობრივი მედია კადრებს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ენგურთან სამედიცინო ავტომობილია გაჩერებული და ყველა გამვლელს ამოწმებს. ამის საწინააღმდეგოს ყვებიან ენგურის ხიდთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში  კორონავირუსის დადგენა და დავირუსებული ადამინების აღრიცხვა შეუძლებელია. ადგილზე არ გააჩნიათ ტესტ-სისტემა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 4 საერთაშორისო ორგანიზაციასთნ თანამშრომლობს, მზად არის აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება გაუწიოს.

ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც უკვე მეორე დღეა კორონავირუსის დადგენა შესაძლებელი გახდა, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეების დასახმარებლად სრული მზადყოფნაა.

ლუგარის ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, 2 ქართველ ქალს, რომელიც ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურით მოათავსეს და დღეს კვლევების შედეგების დადგენის შემდეგ გაწერეს.

ინფექციურმა საავადმყოფომ ჯამში 9 საეჭვო პაციენტს უმკურნალა, ყველა მათგანი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის რეაგირების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, პარალელურად გრძელდება სკრინინგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში. 

სპეცილისტები ჰოფკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდს აკვირდებიან, სადაც თავს იყრის მსოფლიო დონის 4 ორგანიზაციის ინფორმაცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტექნიკური ბრიფინგი გამართა, სადაც წევრ სახელმწიფოებს მიმართა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. კონფერენციაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები შეიკრიბნენ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სფეროს ექსპერტები კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობას დაიწყებენ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი იაპონიაში პორტ იოკოჰამაში საკრუიზო ლაინერზე მყოფ 10 მგზავრს დაუდგინდა. ხომალდზე ჯამში 4 ათასამდე მგზავრია, ისინი ორი კვირის განმავლობაში იძულებით კარანტინს გაივლიან.

დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ჰონგ-კონგში გაჩერებულ გემზე, ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია ვირუსით დაინფიცირებული, გემზე სულ 2000 ტურისტი იმყოფება.

ამ დრომდე, დაცარიელებულია და იზოლაციაშია მოქცეული უჰანი, რომელსაც მსოფლიომ უკვე მოჩვენებების ქალაქი შეარქვა.

11 მილიონიან ქალაქში აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება და ავიამიმოსვლა. დახურულია ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი.

8 დღეში აშენებულ კლინიკაში კი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღეს. რიგებია საავადმყოფოებთან. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა.

მსოფლიოს მაშტაბით 24 ათას 324 ადამიანია ინფიცირებული.

დღის ამბები