20 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
საპროკურორო საბჭო ოთხი კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით ხვალ ერთს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს

საპროკურორო საბჭო გამოვლენილი ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. მისი შერჩევა ასევე ფარული კენჭისყრით ხვალ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

ნანა ხუნჯუა ამბობს, რომ დღეს ჩატარებული ფარული კენჭისყრის პროცესი, რომლის შედეგადაც ხმათა უმრავლესობით 4 კანდიდატი გამოვლინდა, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა.

"დღეს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა ხმათა უმრავლესობით ოთხი კანდიდატი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შემდგომ ეტაპზე. კენჭისყრა ჩატარდა ფარული წესით, რითაც სრულად იქნა უზრუნველყოფილი საბჭოს წევრების ნების გამოხატვის თავისუფლება. ამ ოთხი კანდიდატიდან, საპროკურორო საბჭო ხვალ შეარჩევს ერთ კანდიდატს ფარული კენჭისყრით და წარუდგენს პარლამენტს," - განაცხადა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, ნანა ხუნჯუამ

ამავე თემაზე
დღის ამბები