24 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი ცდილობს აშშ-ს მხარდაჭერა ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე მიიღოს - არჩილ თალაკვაძე

"ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე მიიღოს"- ეს განცხადება აშშ-ში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნება" დაარწმუნებს ამერიკას, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება. 

"ფაქტია, რომ კონგრესმენებს ჩვენგან სჭირდებათ პასუხები, მეტი ინფორმაცია და ჩვენ ამ პასუხებით ვართ აქ ჩამოსული. ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, თავისი საარჩევნო კამპანია ჩაატაროს ვაშინგტონში მაშინ, როდესაც მას საზოგადოების და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის მთავრობა არასოდეს არ აკეთებს და არ ერევა ის პირდაპირ საარჩევნო საკითხებში. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები