20 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
დაკარგული მამაკაცი ფოთში - 32 წლის ირაკლი ჯაბუას ერთ კვირაზე მეტია ეძებენ

ფოთში, უკვე ერთ კვირაზე მეტია, 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და ის 31 იანვარს მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან დილით გავიდა, თუმცა მისი კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში მდინარე რიონზე არსებულ ხიდთან მიტოვებული იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მდ.რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფები. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სსკ-115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები