25 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
ჩვენი შეთავაზებით, პროპორციული წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად იზრდება - ვოლსკი საარჩევნო სისტემაზე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ შეუთანხმებლობაა.  მმართველი გუნდი ოპონენტებს აფრთხილებს, რომ თუ მათ მიერ წარდგენილ კომპრომისულ ვარიანტს არ დათანხმდებიან, თებერვლის ბოლოს შეთანხმების ფანჯარა დაიხურება და არჩევნები - 2020 არსებული შერეული სისტემით ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების შეფარდება 100/50-ზეა, პროპორციული წარმომადგენლობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ვოლსკის თქმით, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის გასაკვირია, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელშიც რამდენიმე ათეული პარტიაა, არ შეუძლია იმ რაოდენობის მაჟორიტარული მანდატების მოპოვება, რომ მმართველ გუნდის ხელში გადაჭარბებული ძალაუფლება არ აღმოჩნდეს.

"ჩვენი შეთავაზებით, პროპორციული წარმომადგენლობა საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება ისე, რომ ნებისმიერ პარტიას შეუძლია წარმოადგინოს თავისი თავი. სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს. აქედან გამომდინარეობს ჩემი და ჩვენი გაკვირვება იმითი, რომ 32 პარტიას არ ძალუძს გარკვეული რაოდენობის მაჟორიტარული მანდატები მოიპოვოს, ისეთი რომ არ შეიქმნას საფრთხე იმისა, რომ ვინმეს გადაჭარბებული ძალაუფლება ექნება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები