25 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
ზუგდიდის თეატრს ორი მსახიობი ტოვებს - ძალადობაში მხილებული თეატრის დირექტორი კი ისევ თანამდებობაზე რჩება

ზუგდიდის თეატრს ორი მსახიობი ტოვებს. როგორც "კურიერს" ერთ-ერთმა მათგანმა ირაკლი სამუშიამ უთხრა, მან და კოკა ხუბუტიამ, რომელიც დირექტორს ზურაბ ეგუტიას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერეს.

მსახიობების თქმით, მათი თეატრიდან წასვლის მიზეზი, შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხისადმი გულგრილობა გახდა, რის გამოც ეგუტია კვლავ დირექტორის პოზიციაზე რჩება. 

"არ იყო საჭირო პოლიციის ჩართვა, მაგრამ სიტუაციამ მოითხოვა. კულტურის სამინისტრომ რეაგირება ვერ გააკეთეს. აღინიშნა სისხლის სამართლის საქმე და ჩვეულებრივად პოლიციას გადასცეს, რომელიც ასევე დღემდე არაფერს არ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი გაჩერებულიყო, ის ისევ დაინიშნა დირექტორის პოზიციაზე," - განაცხადა მსახიობმა, ირაკლი სამუშიამ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია კი ამბობს, რომ განცხადებები დაკმაყოფილებული, ჯერჯერობით, არ არის და თეატრი ამ ეტაპზე არცერთ მსახიობს არ დაუტოვებია.

"არის განცხადება შემოსული წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ არის. ეს კონფლიქტი ჩემამდე გაცილებით ადრე ხდებოდა, ამიტომ მე ამის მომსწრე არ ვყოფილვარ. ვიცი ორივე მხარის ინფორმაცია. ჩემთვის მთავარია იყოს შესაბამისი მშვიდი გარემო იმისათვის, რომ სპექტაკლები შევქმნათ," - განაცხადა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, 

დღის ამბები