18 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
ვინ ითანამშრომლებს სააკაშვილის პირად შტაბთან - მესამე პრეზიდენტის ახალი პლატფორმა პირველი მარტიდან ამუშავდება

მიხეილ სააკაშვილი პირად პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ახალგაზრდებსა და ოპოზიციურ პარტიებს იწვევს.

რატომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ახალი შტაბის შექმნა, ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა მთავარ გზავნილებზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობა" ელოდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ახალ შტაბში ბოლო პერიოდში გააქტიურებული ახალგაზრდული მოძრაობები გაერთიანდებიან. როგორც ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, ლიდერის ინიციატივა არ ნიშნავს, რომ ის პარტიის მუშაობით უკმაყოფილოა.

ვინ ითანამშრომლებს სააკაშვილის პირად შტაბთან, ჯერ ბუნდოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი პლატფორმის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვიდან შეიტყვეს, თუმცა უკვე ცნობილია ის პარტიები, რომლებისთვისაც შტაბი არ არის საინტერესო. თანამშრომლობის ახალი ფორმატის აუცილებლობას ოპოზიციის ნაწილი ვერ ხედავს. პოლიტიკოსები შიშობენ, რომ სააკაშვილის წამოწყებას ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გამოიყენებს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის ახალ შტაბთან ითანამშრომლონ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ.

მიხეილ სააკაშვილის ახალი შტაბი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პირველი მარტიდან ამუშავდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ შეუერთდება ყოფილი პრეზიდენტის ახალ, პირად მოძრაობას.

დღის ამბები