23 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
კორონავირუსი დაუდგინა ბრიტანეთის 5 მოქალაქეს, მათ შორის 1 ბავშვია

ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა საფრანგეთში. კორონა ბრიტანეთის 5 მოქალაქეს დაუდგინდა, ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე ისვენებდნენ, ინფიცირებულთა შორის 1 ბავშვია.

ვირუსი დაინფიცირებულებს სინგაპურიდან დაბრუნებულმა მოქალაქემ გადასდო. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 814. უხანში მკვლელი ვირუსით ამერიკისა და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ვირუსმა იფეთქა იაპონიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზეც, სადაც თავდაპირველად მხოლოდ 1 დაინფიცირებული იყო. ახლა ვირუსს გემზე 70 ადამიანი ებრძვის. ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებიან.

დღის ამბები