25 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
უამინდობის გამო ევროპაში ასეულობით ავიარეისი გადაიდო

უამინდობაა ევროპაში.  შტორმ "კიარას" გამო, დიდ ბრიტანეთში 30 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

იორკშირის საგრაფოში დაიტბორა ქუჩები და შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება.

ძლიერი ქარი და წვიმაა სხვა ქვეყნებშიც.

ამსტერდამის აეროპორტში 240, ფრანკფურტის აეროპორტში კი 180 ავიარეისი გადაიდო. რეისები გააუქმა ავიაკომპანია "ლუფთჰანზამ" მიუნხენის აეროპორტში.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მკვეთრად დაცემას და თოვლს ელოდებიან.

დღის ამბები