24 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
ივანიშვილს ორი რამის ეშინია, ოპოზიციის ერთობის და ხალხის რუსთაველზე - გიგი უგულავა

გიგი უგულავა ამ დრომდე, ევროპული საქართველოს ოფისში იმყოფება. ის თანაპარტიელებს და ახლობლებს ემშვიდობება, რომლებიც ამ წუთებში ოფისში არიან შეკრებილები. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ოპონენტების დაჭერით ოპოზიცია მხოლოდ გაძლიერდება.    

"ვიღაცას გონია, რომ ახლა ჩვენ ვართ უძლური, ვინაიდან ჩვენი ნებით მივდივართ და არაფერს ვაპროტესტებთ თითქოს. მაგრამ, სინამდვილე არის სხვა. სინამდვილე არის ის, რომ თავისუფლება ციხეში უფრო მეტია, ვიდრე ივანიშვილის სასახლეში. ისევ ვიმეორებ, ეს ადამიანი არის შავი ჭირი, ასეთი შავი ჭირი, ამ მასშტაბის, იმიტომ რომ მას რუსეთში აქვს ფული ნაშოვნი და იმხელა ფული აქვს ნაშოვნი რუსეთში, რომ ამ ქვეყანაში ბუნებრივია, ვერ იშოვიდა, ამიტომ ის არის არაპროპორციულად ხარბი და არაპროპორციულად მდიდარი ამ ქვეყნისთვის. ის ყოველთვის შეეცდება ქვეყნის მიტაცებას, ყოველთვის შეეცდება ქვეყნის ყიდვას. ამიტომ, ივანიშვილი არის ნომერ ერთი და ერთადერთი ამოცანა.

ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, ველაპარაკე... ჩემი შვილები თავის თავს მიხედავენ, უფრო გაძლიერდებიან ამით. შვილები პრობლემა არ არის, მშობლები პრობლემა არ არის, ყველანი ვართ მხნედ. ივანიშვილს ეშინია ორი რამის - ოპოზიციის ერთობის და ხალხის რუსთაველზე, ეს ორი რამ აშინებს. იმიტომ არის ნაბუქოდონოსრგადავლილივით რუსთაველი და იმიტომ ჩხირკედელაობს, რომ იქნებ ოპოზიციის ერთობა დაშალოს. ოპოზიციის ერთობა დაჭერებით მხოლოდ გაძლიერდება და ჩვენ გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები