20 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
მე ბავშვები ვიცი, 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხეები - გია ვოლსკი გიგი უგულავაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი  ამბობს, რომ ადამიანის დაპატიმრება არ მოსწონს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანაბარია.  

"პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და არ დატოვონ ეს საკითხი ისე. აქედან გამომდინარე, ან მე, ან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, მით უმეტეს, რა კომენტარი უნდა გააკეთონ... მნიშვნელობა არ აქვს. მე ბავშვები ვიცი, 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა, მარგამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ვერ გადაწყვეტს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები