25 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
ლიბანში ანტისამთავრობო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა

ლიბანში ანტისამთავრობო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და შენობის ბლოკირება სცადეს.

მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. დეპუტატებისა და მინისტრების მანქანებს კი საღებავი შეასხეს.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ ჰასან დიაბის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

ლიბანში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. დემონსტრანტები ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

დღის ამბები