19 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
როდესაც ივანიშვილს არ მიუტანენ ვიტამინების იმ აუცილებელ რაოდენობას, რაც ეკუთვნის პატიმარს, მასაც დავიცავ - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი გიგი უგულავას დაპატიმრებასა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იცავს იმ ადამიანებს, ვის უფლებებსაც ხელისუფლება არღვევს და მათ შორისაა, გიგი უგულავაც, მიუხედავად მასთან წარსულში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა.

ნათელაშვილის თქმით, თუ ციხეში ივანიშვილის უფლებები დაირღვევა, ის, მასაც დაიცავს:

"რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე, დაჭერებზე, რეპრესიებზე, დათრგუნვაზე. ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს, არ შეურიგდება, არ შეუშინდება და ამიტომ, ამ წუთიდანვე ვიწყებთ მზადებას ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისაკენ. როდესაც ბიძინა ივანიშვილს დააპატიმრებენ და  მას სადილზე არ მიუტანენ ვიტამინების იმ აუცილებელ რაოდენობას, რაც ეკუთვნის პატიმარს, მე ასევე, დავიცავ ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრები მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები