20 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ოცნებიდან წასული კიდევ ერთი პოლიტიკოსი აანონსებს. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებაში უმრავლესობიდან წასული კიდევ სხვა პირებიც მოხვდნენ.

დეტალები თვის ბოლოს გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი კონსულტაციების რეჟიმშია.

"მიდის მოლაპარაკება პარლამენტში დეპუტატებთან, რომელთანაც ერთად გვინდა ძალისხმევის გაერთიანება, რომ საბოლოო ჯამში ძლიერი პოლიტიკური ერთობა ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, რომ გაარღვიოს ეს ორპარტიული დიქოტომია, რაც არსებობს ქვეყანაში და შესაბამისად, საზოგადოებას შესთავაზოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი ალტერნატივა. სხვა შემთხვევაში, "ქართული ოცნება" არ დათმობს პოზიციებს," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

დღის ამბები