20 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს

2019 წელს ეკონომიკური ზრდა 5,2% იყო, რაც მოსალოდნელ მაჩვენებლებს აღემატებოდა. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიურ დასკვნას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ეხება, დღეს სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში გამოეხმაურა.

სელიმ ჩაკირი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 2019 წელს იქნა გადადგმული საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების ზრდის კუთხით. გარდა ამისა, იყო საკმაოდ მაღალი პოტენციალი ეკონომიკაში, რომელიც ტურიზმის ზრდით არის განპირობებული. სელიმ ჩაკირი იმედოვნებს, რომ არსებული სტაბილური ეკონომიკური გარემო მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

"ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის არის ტურიზმი. საქართველო წარმატებულად ავითარებს ამ სექტორს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მთავრობის მიერ კაპიტალის სწორად ხარჯვა. მთავრობამ  თითოეულ მოსახლეზე საგადასახადო შემოსავლები გაზარდა, მან კი ეკონომიკის სტიმულირება მოახდინა.

კიდევ ერთი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ ფასების მაჩვენებლის ზრდაა. კრედიტის ზრდამ წლის ბოლოს 20% შეადგინა. საბოლოო ჯამში ეს პოზიტიური სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლა რისკები მეტად დაბალანსებულია," - აცხადებს სელიმ ჩაკირი.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები