19 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და ერთდროულად გათიშული 44 500 აბონენტი - ქუთაისი გაზის გარეშეა დარჩენილი

თოვლი, შეწყვეტილი ბუნებრივი აირი და გათიშული ელექტროენერგია - ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, იმერეთის დედაქალაქი გაზის გარე დარჩა. გაზმომარაგება შეუწყდა ყველა სტრატეგიულ ობიექტს, ციხეებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და სკოლებს. ქალაქში ერთდროულად 44 500 აბონენტი გაითიშა. ბავშვების უსაფრთხოების გამო, არსებული 38 საჯარო სკოლიდან 20-ში სასწავლო პროცესი შეწყდა. სასწავლო პროცესი შეჩერდა 17 სააღმზრდელო დაწესებულებაშიც.

გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისში 30%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების მყისიერმა ზრდამ მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდებაც შეუზღუდა. რიგები გაჩნდა გაზგასამართ სადგურებზე, სადაც მოქალაქეები ე.წ ბალონების შესავსებად მივიდნენ.

"სოკარ გაზსა" და "ენერგო პრო ჯორჯიაში" ირწმუნებიან, რომ ტექნიკური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება.

მოუმზადებელი შეხვდა ზამთრის სეზონს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც. სოფელ ჭაქვინჯის სკოლაში სასწავლო პროცესი ორშაბათამდე შეწყდა.

დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. აჭარის მაღალმთიან რაიონებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა უხვი ნალექი გამო ჩაკეტილია.

 

დღის ამბები