20 აპრილი 2024,   00:24
ვრცლად
უნდა შევეცადოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობაც არ დაირღვეს - ზურაბ აბაშიძე რუსეთის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლას ადასტურებს

გრიგორი კარასინის შემდეგ რუსეთის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლას ადასტურებს ზურაბ აბაშიძეც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება, რათა კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაირღვეს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ვერ იქნება სერგეი ლავროვი, რომელიც არაერთხელ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აბაშიძე არ აკონკრეტებს. რუსეთის დელეგაცია მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში აპირებს მონაწილეობას. 

"საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, როგორც თავმჯდომარეს, მიმდინარე წელს ეს ღონისძიება თბილისში უნდა ჩატარდეს, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შევასრულოთ აუცილებლად და ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ შესაბამისად გამოვჩნდეთ საერთაშორისო სარბიელზე. უნდა შევეცადოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობაც არ დაირღვეს,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველო 15 მაისის ჩათვლით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

დღის ამბები