პარლამენტის თავმჯდომარე მაისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის საკითხზე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი არ მოხდება.
"ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესი ითვალისწინებს. არავითარი კომპრომისი ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდება, ლავროვზე განცხადება პირველი ჩვენ გავაკეთეთ და ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა არაფერს არ ცვლის. საქართველოს კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, მაისში საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს. სხდომაში წესდების მიხედვით მონაწილეობა უნდა მიიღოს რუსეთის დელეგაციამაც.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იქნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დარღვეული აქვს.