25 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება - ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი ავრცელებს.

უწყება ამ ეტაპზე სატენდერო პირობებზე მუშაობს და კონსულტაციებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მიმართავს.

ნათია თურნავა ანაკლიის კონსორციუმის საჩივრის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსორციუმის შეფასება მათთვის არ არის დამაჯერებელი.

"ახალი ტენდერი პრაქტიკულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე დაიწყება. ჩვენ ახლა ვახორციელებთ სატენდერო პირობების გადახედვას. გვინდა, რომ ჩავრთოთ ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამაში იმისთვის, რომ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს ტენდერი. კონსროციუმის მხრიდან შეფასებას რაც შეეხება, თუ რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, მათ ის ერთი პორტიც ვერ ააშენეს. აქედან გამომდინარე, მათი შეფასება და მსჯელობა, თუ რამდენი პორტი სჭირდება ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები