16 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
2013 წელში, ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკა არ შენელებულა - დავით ზალკალიანი რეზოლუციის ჩავარდნაზე

რეზოლუციის ჩავარდნის საკითხზე, ოპოზიციის კრიტიკასა და მომხდარ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აფასებს. 

"2013 წელში, ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკა არ შენელებულა, კარგად გვახსოვს მაშინაც როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ოპონენტები მსგავს ფორმატებში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას. ამიტომ, საჭიროა ზუსტი და სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ მათ მცდარი წარმოდგენები არ შეექმნათ ამ საკითხზე," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 

რეზოლუცია გუშინ, მას შემდეგ ჩავარდა რაც დოკუმენტის ტექსტზე ევროპარლამენტარები, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა. ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ დოკუმენტში ისეთი საკითხების შეტანას, როგორიცაა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რასაც "ქართული ოცნება" შეეწინააღმდეგა. კონსენსუსის არარსებობის გამო რეზოლუცია საერთოდ არ მიიღეს.

დღის ამბები