19 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
მარნეულში 17 წლის გოგონა გაიტაცეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა

მარნეულში არასრულწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. 17 წლის გოგონა მასწავლებელთან მოსამზადებელ კურსზე სამ თანაკლასელთან ერთად იყო წასული.

თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა რამდენიმე მამაკაცმა მანქანაში ძალდატანებით ჩასვა.

შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. ადგილზე გაემგზავრა სახალხო დამცველი. 

შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები