20 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
იესო ქრისტეს მალე მოსვლა, არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის განცხადებაზე

"მეორედ მოსვლას" - დღეს, მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა. სასულიერო პირის განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ, ილია მეორის მიერ ქადაგებისას ნათქვამმა სიტყვებმა ზოგიერთ ადამიანში გაუგებრობა გამოიწვია.

იესო ქრისტეს მალე მოსვლა, არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად - ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.

"ცოტა ხნის წინ, მან ბრძანა, რომ მეორედ მოსვლამდე საათებია დარჩენილი, ამან კი საზოგადოების შეძრწუნება გამოიწვია. ჩვენ პატრიარქმა გვითხრა, რომ მზად ვიყოთ ამისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი მზად არ აღმოჩნდა. მე არ ვიცი ვინ არის მზად და ვინ არა, მე საკუთარ თავზეც ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ და მოვაგროვოთ კეთილი საქმეები," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

დღის ამბები