24 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
დიდთოვლობის გამო, კურორტ ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა

დიდთოვლობის გამო, კურორტ ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
მისივე ინფორმაციით, სადგომზე მხოლოდ ერთი, უცხოური კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი იდგა, რომელიც ტურისტებს ემსახურება.

ბახმაროში ამ მომენტისთვის თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს.

დღის ამბები