20 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
რუსეთი შეეცდება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს - ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიში

რუსეთი შეეცდება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია საუბარი.

უწყება საქართველოს წინაშე არსებულ რამდენიმე გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის საუბარია რუსი სამხედროების მიერ დე ფაქტო საზღვრის გადმოწევაზეც.

დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში რბილი ძალის გამოყენების მაგალითია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი და გორჩაკოვის ფონდი.

ანგარიშის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

"არჩევნების დროს, ასეთი აგრესიული რისკების ალბათობა, რა თქმა უნდა, იზრდება ყოველთვის. მით უმეტეს, როდესაც რუსეთი, სამწუხაროდ, ცდილობს, რომ საქართველოში გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს და ამის კონკრეტული მაგალითებიც გვაქვს. ამიტომ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას ფლობენ და კონკრეტულ ელემენტებზეც, ცხადია, კონტრზომებს ითვალისწინებენ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები