24 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ჰააგამ რუსეთს "იუკოსის" ყოფილი აქციონერების საქმეზე 50 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ რუსეთს "იუკოსის" ყოფილი აქციონერების საქმეზე  50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ეს ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა საერთშორისო არბიტრაჟის ისტორიაში.

აქციონერები აცხადებენ, რომ რუსეთმა კომპანია განზრახ გააკოტრა და ამ გზით მისი აქციები ხელში ჩაიგდო. საერთაშორისო სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთში აქციონერთა უფლებები დაირღვა და სასამართლო არასამართლიანად წარიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი გამოეხმაურა:

"კრემლმა ჰააგაში იუკოსის აქციონერებთან ​ წააგო. უფრო მეტიც, დადასტურდა არა მარტო პროცედურა, არამედ არსი რომ: იუკოსის წაგლეჯვისას საქმე ეხებოდა არა გადასახადებს, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. სწორედ კრემლმა წააგო და არა რუსეთმა, და გადახდაც მოუწევს არა რუსეთს, არამედ სეჩინებს,"- წერს მიხაილ ხოდორკოვსკი.

დღის ამბები