20 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისთვის დრო იწურება - კარლ ჰარცელი ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.

კარლ ჰარცელი პოლარიზაციის განმუხტვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება:

"როცა საუბარია გამოსავლის ძიებაზე საარჩევნო სისტემისა და რეფორმის შესახებ, ეს ყველა მხარისა და მომლაპარაკებლის საერთო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. სიტუაცია რთულია, თუმცა ვაკვირდებით მოვლენებს, თუ რისი გაკეთების შესაძლებლობა არსებობს. დრო იწურება მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისთვის, ამიტომ საჭიროა მხარეებმა საერთო ენა გამონახონ. ჩვენ ორივე მხარესთან მოლაპარაკებებში ისევ ჩართული ვართ. დარწმუნებულები ვართ დიალოგი არის ის, რასაც შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, რომელიც დიპლომატების მედიატორობით მიმდინარეობდა, მას შემდეგ შეწყდა, რაც ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

როდის შედგება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ან გაიმართება თუ არა საერთოდ, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები