19 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
დიმიტრი ცქიტიშვილი წინააღმდეგია, პროპორციულ სისტემაზე ძირითადი ჩანაწერი გადაიხედოს - "ყველა სხვა მსჯელობის საგანია"

დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი ფრაქცია კოლეგების გარეშე უმრავლესობასთან დიალოგში შესვლას ინდივიდუალურად არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინიციატივას 100/50-ზე 2020 წლის არჩევნებზე მხარს უჭერენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი მსჯელობის საგანია და შესაძლებელია განხილვა ერთი საკითხის გარდა - მისი თქმით, პროპორციულზე ძირითადი ჩანაწერის განხილვა არ უნდა მოხდეს.

"ერთადერთი, რაზეც მე ვიქნები წინააღმდეგი, ეს იქნება ის, რომ პროპორციულზე ძირითადი ჩანაწერი აღარ გადაიხედოს. ყველა სხვა მსჯელობის საგანია ჩემთვის - 50/100ზე იქნება, თუ 110/40, არის მსჯელობის საგანი,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ნინო გოგუაძე კი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს ერთად შეხვდება თუ ცალ-ცალკე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"თუ შეთავაზება იქნება რეალური და არ იქნება მხოლოდ მმართველი პარტიების ინტერესების კარნახი, ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთად შეხვდებიან თუ ცალ-ცალკე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები