19 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
კურტ ვოლკერი აგვისტოს ომის შესახებ მედიაში გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მედიაში გავრცელებულ მის კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"სწორი ვერსიაა: პუტინი საქართველოს თავს არ დასხმია რიტორიკის გამო. მას უნდოდა დაებლოკა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია. სიმართლეა: ის რიტორიკით გაბრაზდა, თუმცა რუსულ აგრესიას თავისი საკუთარი მიზეზები ჰქონდა", - წერს ვოლკერი, რითაც მედიაში გავრცელებულ მის კომენტარს ეხმაურება.

მედიასაშუალებების ნაწილის ინფორმაციით, "ევროპეისკაია პრავდასთან" მიცემულ ინტერვიუში ვოლკერი აცხადებდა, რომ "სააკაშვილის რუსეთის მიმართ რიტორიკამ 2008 წლის აგვისტოს ომამადე მიგვიყვანა".

დღის ამბები