19 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
როგორც კი ჩამოვყალიბდები, თქვენ შეიტყობთ - მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა მედიასთან კომენტარი ამჯერად საკუთარ სახლთან გააკეთა.

ყოფილი პრემიერი მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობს და აცხადებს, რომ მედიისთვის ყველაფერი ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ამ გეგმებთან დაკავშირებით თავად ის ჩამოყალიბდება.

ვანო მერაბიშვილმა მედიას მისი ციხიდან გამოსვლის გაშუქებისთვის მედიას მადლობა გადაუხადა:

"როგორც კი ჩამოვყალიბდები, თქვენ შეიტყობთ. მე მინდა დღევანდელი ჩემი დახვედრისა და გაშუქებისთვის ყველა ჟურნალისტს მადლობა გადაგიხადოთ და ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემდა უნებურად შეხლა-შემოხლა იყო ჟურნალისტებს შორის, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისათვის. მერწმუნეთ, ყველა ჩემი ნაბიჯი, ყველა ჩემი გეგმა, იქნება საზოგადოებისათვის ცნობილი,"- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

დღის ამბები