20 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
რელიგიური კონფესიები არათანაბარ მდგომარეობაში - მოსარჩელე მხარის განმარტებით, უფლებები მხოლოდ საპატრიარქოს გააჩნია

არიან თუ არა რელიგიური კონფესიები თანაბარ მდგომარეობაში - ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს 9 რელიგიური ორგანიზაციის საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობს. საქმე ეხება სახელმწიფოსგან ქონების შეძენისა და უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს.

"კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა აირჩიონ რომელი ფორმით დარეგისტრირდებიან, აიპ-ის ფორმით თუ სსიპ-ის ფორმით. თუმცა, მათ ვინც სსიპ-ის ფორმით არის რეგისტრირებული, სამწუხაროდ, ექმნება შეზღუდვა. საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია, უსასყიდლოდ შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აიპ-ის ფორმით რეგისტრირებულებს კი ამის უფლება არ აქვთ," - განაცხადა იურისტმა, ანზორ ხატიაშვილმა. 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ეს უფლებები გააჩნია მხოლოდ საპატრიარქოს და სხვა დომინანტ რელიგიებთან მიმართებაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. მათი თქმით, ეს სადავო ნორმა დისკრიმინაციულია. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ჩანაწერის გაუქმებას ითხოვს.

"ამ შეზღუდვების არსებობას ჩვენთვის არანაირი ახსნა არ აქვს. გაურკვეველია რატომ არსებობს კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერები, რომელიც საკუთარი შინაარსით დისკრიმინაციულია, რადგანაც ერთი და იმავე ტიპის სუბიექტებს განსხვავებულად ექცევა. ხოლო განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ რელიგიურ მრწამსთან," - აღნიშნა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ. 

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

დღის ამბები