18 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას - გახარია

2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. გიორგი გახარიას შეფასებით, განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას.

მთავრობის მეთაური დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას," - წერს გიორგი გახარია "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

გასულ წელს, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და მომხდარი ფაქტი დაგმეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა და საელჩოებმა.

 

დღის ამბები