25 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
"დატოვოს მანდატი ოკუპანტების აგენტმა" - სამოქალაქო აქტივისტებმა "ევროპული საქართველოს" ოფისთან სტიკერები გააკრეს

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ. "დატოვოს მანდატი ოკუპანტების აგენტმა" - ამ გზავნილებით სტიკერები სამოქალაქო აქტივისტებმა ევროპული საქართველოს პარტიასთან გააკრეს.

აქტივისტები ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილების შეწყვეტას უკვე მეორე დღეა მის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების გამო მოითხოვენ. მათი განმარტებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ელენე ხოშტარია დეპუტატის მანდატს არ დატოვებს.


 

დღის ამბები